სანდრა რულოვსი ჩვენს შეხვედრამდე 2 დღით ადრე „ნანუკას შოუში“ საუბრობდა, თუ როგორ განიცდის თავისი მოხუცი დედის დაავადებას და ნიანგის ცრემლებით ტიროდა, – განაცხადა გიორგი გამცემლიძის დედამ, გულიკო გამცემლიძემ გადაცემა 2030-ში.
“მისი ცრემლების ნამდვილად არ მჯერა, მაგრამ გადაცემის ბოლომდე ველოდი, რომ რომელიმე ახალგაზრდის მკვლელობის შესახებ ისაუბრებდა და როგორც დედა, მონანიებას გამოხატავდა, მაგრამ ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ უხსენებია”, – განაცხადა გამცემლიძემ.
გიორგი გამცემლიძის დედამ გადაცემაში ქართველ ხალხს მიმართა და სთხოვა, ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცენ.
“როცა პოლიტიკური პოზიცია შეერყა და ძალიან გაუჭირდა, სააკაშვილმა თქვა, რომ ნანობდა, ირინა ენუქიძესთან მისვლა და თანაგრძნობის გამოხატვა რომ ვერ მოახერხა. სანდრა რულოვსს სწორედ ეს კითხვა დავუსვი, თუ თქვენმა მეუღლემ ირინა ენუქიძესთან მისვლა ვერ მოახერხა, ერთადერთი შვილის გაუბედურებული დედა აქ არის და მის წინაშე რატომ არ ინანიებთ-მეთქი?! ქართველ ხალხს ვთხოვ, თუ გინდათ, რომ ქვეყანაში ჩვენნაირი გაუბედურებული დედები არ არსებობდნენ, ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეთ”, – განაცხადა გულიკო გამცემლიძემ.
http://2030.news/