საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მისი პირადი პოზიციაა, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ, შაბათს დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება. თუმცა რესტორატორებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები უნდა გამართონ.
“ამ საკითხზე ამ წუთში მივიღე ინფორმაცია და ჩვენ შიდა სივრცეში ვისაუბრებთ ამ საკითხთან დაკავშირებით და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას რა იქნება და როგორ იქნება. პროტესტი, რა თქმა უნდა, დღეს ჩემი გადაწყვეტილებით ვიტყვი, რომ არ შედგება, შაბათს გაფიცვას აზრი აღარ აქვს იმდენად კონსტრუქციულ რეჟიმში მოხდა რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვექნება შემდგომი შეხვედრები და შიდა შეხვედრებზე სტრატეგიას კიდევ განვიხილავთ, ასევე გვექნება კომუნიკაცია მთავრობასთან,” – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.