შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პარალელურად იზრდება ჩვენი პასუხისმგებლობა ყველა იმ წესის დაცვის მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელების კონტროლს, – განაცხადა დღეს მაია ცქიტიშვილმა და ყველა იურუდიულ თუ ფიზიკურ პირს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ სანქციების ენით არავის ვესაუბრებით და ბიზნესს ვთავაზობთ დამატებით მხარდაჭერას, სუბსიდირების პაკეტს, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ბიზნესი იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, დახმარების პასუხისმგებლობა აღარ აქვს სახელმწიფოს და ჩვენს თანამოქალაქეებს, რადგან სწორედ მათი გადასახადებიდან ვიხდით ამ სუბსიდირებას. დღეს მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ თუ ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ანტიკრიზისული ღონისძების ფარგლებში ინტენსიურად ვეხმარებით, მიზანმიმართულად დაარღვევს დაწესებულ რეგულაციებს, სახელმწიფო აღარ დაეხმარება მათ და ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.