„დავითგარეჯი, რომ საქართველოა ამას საეჭვოდ არავინ ხდის გარდა „ნაცმავნებლებისა“ და მათი მიმდევარი ოპოზიციისა. მაგრამ დღეს სხვა სურათს ვხედავთ: როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ ან მაგრად შეშინდა ან გაღმა შეედავეს პრინციპით მოქმედებს“, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს,
„გასაგებია, რომ სახელმწიფოს ებრძვით, მაგრამ „გარეჯი საქართველოა“ ამ გვერდს რატომ არეპორტებთ? როგორც ჩანს ესეც თქვენი პოლიტიკის ნაწილია!
თქვენს „სიმართლეს“ ვერ ამტკიცებთ და ახლა ამ გვერდს დაუწყეთ ბრძოლა? „ნაც-მავნებლებო“, დავითგარეჯი, რომ საქართველოა ამას „სქრინი“, „მესიჯბოქსი“, „ჩათი“ და „ნაციონალური მოძარაობის“ ბელადების ალიბისთვის შეცვლილი ტაქტიკა კი არ სჭირდება, არამედ სისხლში და ხორცში უნდა გქონდეთ გამჯდარი და კბილებით უნდა იბრძოდეთ ამისთვის“, – აღნიშნავს ექსპერტი.