საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 298 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 6 593 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 736 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09 პროცენტი.
კომენტარები