ივერი მელაშვილმა მერაბ მეტრეველის გადაცემაში დავით-გარეჯის შესახებ ისაუბრა და განმარტა რატომ დადგნენ მესაზღვრეები 2007 წელს ტერიტორიაზე.
“მაშინ მოლაპარაკება იყო სასაზღვრო უწყებების დონეზე, რომ ხელი არ შეეშალათ ტურისტებისთვის, სასულიერო პირებისთვის და მრევლისთვის. თუმცა გარკვეული მომენტები იყო. ჯელტმენური შეთანხმება იყო მესაზღვრეებს შორის, რომელიც სრულდებოდა. შეთანხმების ნაწილი იყო ის, რომ რაღაც მომენტში თუ დასჭირდებოდა მესაზღვრეებთან შეთანხმებით გაივლიდა, გამოივლიდა და ჩავიდოდა. იყო მომენტები, როცა ტურისტმა გადაიღო ხერხით აზერბაიჯანელი მესაზღვრე, მამაომ ჯოხი დაარტყა მესაზღვრეს. როცა ჩვენი მხარე მიმართავდა აზერბაიჯანს, რატომ ხდებოდა ეს, ეუბნებოდა, ახალი ხელმძღვანელი დავნიშნეთო”.
მელაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ექსპერტი ამირან სალუქვაძე.
“ჯენტლმენური შეთანხმება იყოო”.
რაებს ბოდიალობს?!
მისი მომხრეებიც ვერ ხვდებიან, რომ სჯობს გაჩუმდეს”-წერს სალუქვაძე.