საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98%, ბოლო 14 დღის – 3,64%, ბოლო შვიდი დღის – 3,41%. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244, კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 615, PCR ტესტით – 6 629.
საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა რვა პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 255 385 გამოჯანმრთელდა, 3 306 კი, გარდაიცვალა.
კომენტარები