რამდენიმე წუთი წინ, თბილისში სვანეთის უბანში გაზი აფეთქდა. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გახდა, ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება“ – განუცხადეს „პრაიმტაიმს“ უწყებაში.
როგორც ირკვევა, საჭირო არ გამხდარა არც მაცხოვრებლების ევაკუაცია.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება სვანეთის უბანში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
კომენტარები