არავისთან პრეტენზია არ მაქვს ერთი ადამიანის გარდა, ეს არის ნიკა მელიას ქართულის მასწავლებელი. მე ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, ბატონი ჭიჭიკო. მაგას დამარწმუნა, რომ მე, როცა რაღაცას ვწერ ქართულად, მისი ვერ გაგება, ჩემი პრობლემა არ არის – ამბობს „გირჩის“ ერთი-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, რომელმაც დღეს ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„როგორ არ სრცხვენია მის ქართულის მასწავლებელს, რომ ვერ ასწავლა გარჩევა ქართულად დაწერილი ტექსტი, მტრის დაწერილია, თუ მოყვარის. თქვენ ხომ წაიკითეთ ტექსტი [ფბ-სტატუსი]?.. მე მეგონა, რომ ნიკა მელიას უკეთესი ქართულის მასწავლებელი ჰყავდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ, რომელიც ირწმუნება, რომ ფეისბუქში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ინტერპრეტირებული იქნა.
„ფორმულას“ ეთერში, გადაცემის წამყვანის კითხვაზე – „რისი თქმა გინდოდათ? მთელმა ქვეყანამ ეს ასე გაიგო“ – იაგო ხვიჩიამ უპასუხა:
„როგორ გეკადრებათ, მესმის რომ პარტიულ ტელევიზიაში ვარ… ჩემი აზრით, ამით ნაციონალურ მოძრაობას დაშლის, დაამცირებს და ამით მოიგებს ქულებს, სინამდვილეში ეს არის მიშას თამაში და მიშაზე მეტად ახლა არავის არ უნდა ნიკა მელიას ციხეში ჯდომა“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.