14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მუქარის და ძალადობის ბრალდებით მოზარდის ბაბუა გუშინ, დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი შვილიშვილს სასტიკად უსწორდებოდა.
დაკავებამდე ბაბუამ შვილიშვილზე თქვა: ”თავი იმიტო მოიკლა რო გაუპატიურებული იყო და თავის დანაშაული გამოისყიდა!”.
დაღუპული მოზარდის ბაბუის ამ განცხადებას მომღერალი ნინი ბადურაშვილი ეხმაურება.
“ასეთი მრუდე აზროვნების ადამიანები როდემდე უნდა არსებობდნენ ჩვენს გვერდით? 14 წლის ბავშვს,საკუთარ შვილისშვილს თავი მოაკვლევინა ამ ბნელმა და კიდევ აქეთ ამბობს რომ დანაშაული გამოისყიდა მისი სიკვდილით! რისი ღირსიც ხარ, იმედია არ დაგაკლდება, სადაც იქნები!”.- წერს ნინი ბადურაშვილი
კომენტარები