დღეს საკრებულოში, გამოფენა „ფერწერა აფხაზეთიდან“ გაიმართა, რომელზეც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა თაობის ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა.
გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დავათვალიერე. ეს ნამუშევრები სავსე იყო სევდითა და მონატრებით, მაგრამ ამავდროულად იმედითა და რწმენით. მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა პირადად გამეცნო ეს ბავშვები. ვფიქრობ, ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალი სანდო, საიმედო და კეთილშობილი თაობის ხელში იყოს.
კომენტარები