ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ეხმაურება.
“პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ 2015 წელს მისი გზიდან ჩამოცილება იყო უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა, რის შემდეგაც გაჩაღებულმა დანაშაულებრივმა ნაც-კოაბიტაციამ ქვეყანას უმძიმესი ზიანი მიაყენა.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კვლავ წარდგენით, „ქართული ოცნება“ თავიდან აიცილებს სახელმწიფო გადატრიალებას, „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდება პოლიტიკურ სანაგვეზე, ხოლო ქვეყანას მიეცემა ნორმალური განვითარების შესაძლებლობა!..
ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურები მონდომებით ირჯებიან ნაცტერორისტების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ხოლო მათ ფერხუულში ჩაბმული ცალკეული პოლიტიკური თუ დიპლომატიური პერსონები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში!.. ჩვენ მტკიცედ უნდა ვუთხრათ „არა“ გარედან თავსმოხვეულ დიქტატსა და კოლონიალიზმს!.. ჩვენ მედგრად უნდა დავიცვათ ეროვნული ფასეულობები და სარწმუნოებრივ ტრადიციაზე დაფუძნებული ღირებულებები!..
თუკი ამას ვერ შევძლებთ, ქართველი ერიდან ტრანსვფორმირდებით „საქართველოს მოსახლეობად“ და დავკარგავთ ყველაფერს!..
თუკი ეს ბრძოლა მოითხოვს ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის კორექტირებას, ჩვენ ამაზეც უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს!..”