ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
“მეც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აწ უკვე ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას, მადლობა ბატონო გიორგი რომ ვერ მოახერხე ბოლომდე გეტირა ყოფა ჩვენთვის, მადლობა რო მტერთან უფრო ახლოს იყავი ვიდრე მოყვარესთან, მადლობა რომ მელია უფრო მნიშვნელოვანი იყო შენთვის, ვიდრე გუნდის ნდობა, მადლობა რომ ვერ მოასწარი ის, რაც ჩაფიქრებული გქონდა, მადლობა რომ წახვედი და დატოვე დედანატირები ბიუჯეტი, “აყვავებული” ეკონომიკა, იყავი “საუკეთესო” კრიზისმენჯერი თურმე და მადლობა, რომ ნაცები ისე მოგტირიან, როგორც თავიანთ გუნდის წევრს! მადლობა უფალო, რომ გადავრჩით!“, – წერს ნინო ჯღარკავა.
კომენტარები