ალექსანდრე ჩხიტაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის მაგინებლის მანტია მორგებულმა, უკრაინის მოქალაქე მიხეილმა ახალი „მარგალიტებით“ შეამკო ჩვენი ქვეყანა და ხალხი..
ამჯერად ამ უსამშობლომ საქართველოს უწოდა „ბ ა ნ ძ უ ს ტ ა ნ ი“ და „ხ ი ხ ო ს ტ ა ნ ი“…
ამ სიშლეგის გამგონე ალბათ ასეთ კაფიას დაწერდა ვაჟა – ფშაველა დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო :
“შე უსამშობლოვ რას ბედავ?
„ბ ა ნ ძ უ ს ტ ა ნ ს“ როგორ ადარებ?
ქვეყანას სადაც შობილხარ,
სადაც შენ წლები ატარე..
ან „ხ ი ხ ო ს ტ ა ნ ი“ ვის ჰკადრე?
ვხედავ რამსები აგშლია,
ცოტა გონს მოდი ბეჩავო,
სახეზე ფერი წაგშლია..
დადიხარ აღმა – დაღმაობ,
შხამისგან აგებ მახეებს,
წლებია ხალხი უყურებს
შენს „სხვადასხვაფერ“ სახეებს..
სიტყვად წამოგცდა მიხეილ,
გულში რაც გიდევს შხამია,
რაც გაჩნდი წყევლი სამშობლოს ,
ღამით თუ დილა ჟამიან.
გესლს აფრქვევ უკვე წლებია,
თავს გაგივიდა მგონია,
შენს ენას ძვალი არ შერჩა
მთლად დაგიკარგავს გონია.
ბეჩავო წიხლებს რომ ისვრი,
ფეკალი გცვივა ფეხიდან,
ან სად პოულობ მაგ აზრებს?!
ამოკრეფილებს ნეხვიდან.
სად წაიკითხე მიხეილ,
ნუთუ ჰიტლერის წიგნშია?
სიტყვები რაც შენ აფრქვიე,
რაც ვერ დატიე პირშია.!
საქართველოდან შორსა ხარ,
მაგინებელო ქვეყნისო,
ტ რ ო ც კ ი ს ხარ საქმის მემკვიდრე,
აქ სიტყვა შენ არ გეთქმისო!
ახლა კი გეტყვი სიმართლეს
რას ფიქრობს ხალხი შენზედა,
ჯაბანო „უცხო“ მხედარო
შემჯდარო ჯაგლაგ ცხენზედა.
ამ ქვეყნის გადამფხრეწავო,
მოძულევ ჩვენი ერისა,
ახლა სხვა ქვეყნის მფხრეწავო,
შენ რომ თვლი ორმოდ ქერისად.
გესლით რომ წამლავ ხალხის სულს,
ქვეყანას ნაღმით ნელისა,
კვლავ ცდილობ ერის წაბილწვას,
გაღმიდან ქნევით ხელისა…
ვერ ეღირსები კვლავ რეცხო,
ტვინები ჩვენი ხალხისო,
სიტყვით და საქმით უგვანოვ,
ყურზე დამჭრელო ხახვისო..“
ჩვენი ბრალია, ღირსნი ვართ,
სიტყვებს რომ გარჩენთ პირშია,
ღირსნი ვართ სარეველები
რომ არ მოგთხარეთ ძირშია..!!!!“
ყველა პოლიტიკოსს რომელთაც სურთ და ამბიცია აქვთ ქვეყნის მართვის, მოვუწოდებთ პატივი სცენ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ სახელმწიფოს ინტერესებს და საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემის და ერთიანობის განცდის გაჩენას შეუწყონ ხელი!!
კმარა უსამშობლო პოლიტ-არსებების წყევლა – მუქარების მოსმენა ამ ქვეყანაში !!!
“მარტო კალამით არ კმარა,
ჭრა-კერვა ამათ ავისა,
მგლებს სახარებას ვუკითხავთ,
მგლებს საქმის მქმნელებს შავისას.
კანონმა უნდა იმძლავროს,
ყველას მიაგოს პასუხი,
თორემ კვლავ ფხრეწენ ქვეყანას,
ხალხის ცრემლ-სისხლით ნასუქნი..!!!”
ალბათ ასე „შეამკობდა“ დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო ვაჟა-ფშაველა ქვეყნის და ხალხის მაგინებელ პოლიტ-არსებას..
პატივისცემით
ალექსანდრე ჩხიტაური”