TNS opinion-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, პარლამენტში სამი პოლიტიკური პარტია შედის. “საზოგადოებრივი მაუწყებლის, “იმედის”, “მესტროსა” და GDS-ის დაკვეთით კომპანია TNS-ის მიერ ჩაატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 53.2 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” – 19.5 %, მესამე ადგილს კი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – გაერთიანებული ოპოზიცია – 5 %-ით იკვავებს.
რაც შეეხება სხვა სუბიექტებს, ეგზიტპოლების თანახმად, სხვა საარჩევნო სუბიექტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” – 2.9 %,“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატული მოძრაობა” – 2.4 %, უსუფაშვილი-რესპუბლიკელები – 2.9 % „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 3 %,“ეროვნულ ფორუმი” – 0.8 %, “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” – 4 %, სხვა პარტიები – 6.3 %.
TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის – GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის – დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.