„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში არჩევნების შედეგები ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.
მელიას თქმით, ტელეკომპანია „იმედმა“, „ჯი-დი-ესმა“ და ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ ივანიშვილმა 2016 წელს იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 4 წლის წინ.
„ვეცდები, დილამდე „ოცნებისთვის“ და ამ ტელეკომპანიებისთვის ღამის კოშმარი ვიყო და რეალურად მივაწოდო საზოგადოებას შედეგები. არ გამოვრიცხავ, სხვადასხვა უბანზე სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვოს“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია: “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” შედის. „ქართული ოცნება“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 39.9% მიიღო, წინ უსწრებს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც ნდობა არჩევნებზე მისული მოქალაქეების 32%-მა გამოუცხადა.
აღნიშნული ეგზიტპოლის შედეგებით, “პატრიოტთა ალიანსმა” ხმების – 4.3% მიიღო, ხოლო “თავისუფალმა დემოკრატებმა” – 4.1%. “ლეიბორისტულ პარტიას” მხარი ამომრჩეველთა 3.6%-მა დაუჭირა, ხოლო პარტიას- “პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის” – 3.4%-მა. რაც შეეხება „დემოკრატიულ მოძრაობას”, ამ უკანაკსნელს ნდობა 2.9%-მა გამოუცხადა.
ნიკა მელია: ვეცდები, დილამდე “ოცნებისთვის“ და ამ ტელეკომპანიებისთვის ღამის კოშმარი ვიყო
2016/10/09 00:43:25
კომენტარები
ნანახია: 1519 ჯერ