ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის მისამართით წერს:
„შემეცოდა. მართლა შემეცოდა. კი ბატონო, მაგრად არ მომწონს მისი საქმიანობა, არ მომწონს მისი მენტალობა, არ მომწონს რომ მზის ქვეშ დგას იქ, სადაც არ უნდა იდგეს. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად გაუნათლებელი, ბრიყვი და მდაბიოა და ამ თავის მდაბიო სიბრიყვეს ხმის ყოველი ამოღების დროს ამჟღავნებს. კიდევ ბევრი რამ შემიძლია ვთქვა მაგრამ აღარ ვიტყვი. დიახ, აღარ ვიტყვი რადგანაც შემეცოდა. აბა დაფიქრდით და საკუთარ თავს ჰკითხეთ – რა ქნას იმ ბედუკუღმართმა? ასეთია და რა ქნას? საიდანღაც ჩაესმა რომ კარგი ხარო, ბევრი რამ ხელგეწიფებაო, ჭკვიანური და სასარგებლო აზრები გაწუხებსო. ჩაესმა და დაიჯერა. ამიტომ შემეცოდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. კიდევ იმიტომ მეცოდება, რომ გარშემო თავისნაირი იდიოტები ჰყავს, რომლებმაც ხალხს პასუხები რომ არ გასცენ განცხადება გაავრცელეს სახალხო დამცველის აპარატს ინტერნეტი გაეთიშაო. დედას გეფიცებით გულწრფელად მეცოდება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია“, – წერს გია გაბრიჭიძე.