ცნობილი ამერიკელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი საშუალო წონით კატეგორიაში მარვინ ჰეგლერი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ-ი ავრცელებს.
გარცელებული ინფორმაციით, ვეტერანი სპორტსმენი ნიუ ჰემფშირის კლინიკაში გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილით გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
ჰეგლერმა მსოფლიო ჩემპიონის ტუტული 1980 და 1987 წლებში მოიპოვა. 1993 წელს ის მოკრივეთა დიდების დარბაზში შეიყვანეს.
კომენტარები