რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
„რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებებს. რას ვუპასუხებდი მას? მე მას ვეტყოდი, ჯანმრთელად იყავით. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ.
ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ჩვენ ვამბობდით: „ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, ყოველი ერის ისტორიაში ბევრი დრამატული და სისხლიანი მოვლენაა.
„როდესაც ვაფასებთ სხვა ადამიანებს და სხვა ერებს, ჩვენ თითქოს სარკეში ვიყურებით და ჩვენს პრობლემებს სხვებს ვაკისრებთ“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ხელმძღვანელობაში ბევრი პატიოსანი და წესიერი ადამიანია და რუსეთი მათ დაეყრდნობა.
კომენტარები