წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში გარდაცვლილი ახალშობილი ტუალეტში იპოვეს. საზარელი შემთხვევა ანთიების ოჯახში მოხდა. “კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა, რის შემდეგაც ჩვილი ტუალეტში ჩააგდო.
როგორც “კვირას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ქალს სამი შვილი – ერთი გოგონა და ორი ბიჭი ჰყავს. სამივე მათგანი სკოლის მოსწავლეა, მეუღლე კი დაახლოებით რვა წლის წინ გარდაეცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი იეჰოვას მოწმე იყო და სოფელში ხშირად ქადაგებდა. ის შვილებთან და დედამთილ-მამამთილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მშობიარობის დროს, სახლში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციითვე, ის თავად გამოტყდა, რომ მშობიარობის შემდეგ შვილი ტუალეტში ჩააგდო.
ჩვილის ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული, ახალგაზრდა ქალი კი მშობიარობის შემდგომი გართულებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, რის შემდეგაც მას სამართალდამცველები დააკავებენ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საზარელი შემთხვევა სამეგრელოში: დედამ ახალშობილი ტუალეტში ჩააგდო
2016/10/11 11:55:25
კომენტარები
ნანახია: 1481 ჯერ