ვარკეთილში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. შემთხვევის სავარაუდო მოტივი ადრე მომხდარი დაპირისპირებაა.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 35 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო მისი ძმა მძიმედ დაიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობის ადგილიდან 4 ახალგაზრდა მიიმალა.
კომენტარები