გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყნის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ სააღდგომო დღესასწაულზე მკაცრი “ლოკდაუნის” გამოცხადებას გეგმავდა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა.
“ეს იყო შეცდომა, ამისთვის ბოდიშს ვიხდი”,– თქვა მან.
23 მარტს გვიან ღამით მერკელისა და ფედერალური მიწების ხელმძღვანელების თათბირზე გადაწყდა, რომ გერმანიაში “ლოკდაუნი” 18 აპრილამდე გახანგრძლივებულიყო და სააღდგომო დღესასწაულები, კერძოდ 1-3 აპრილი “სიჩუმის დღეებად” გამოცხადებულიყო.
თუმცა, მოგვიანებით გადაწყვეტილება გაუქმდა.
წელს, კათოლიკები აღდგომის დღესასწაულს 4 აპრილს აღნიშნავენ.
კომენტარები