ზედიზედ 8 არჩევნებია მარცხდებიან ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ ჰგონიათ რომ დარჩათ არის ის, რომ ქუჩის აქციებით შექმნან დესტაბილიზაცია ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თმით, ოპოზიცია აქციებზე სამართალდამცავების პროვოკაციებზე წამოგებას და შემდეგ ამით ქულების დაწერას ეცდება.
„ქუჩის აქციების წინასწარი დაანონსება ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ქვეყანა ამყოფონ მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში და ქვეყანა მუდმივად აჯანჯღარონ იმისთვის, რომ არ იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს არის მათი ერთადერთი ამოცანა მეორე ამოცანა არის ის, რომ როგორმე ამ ქუჩის აქციებით რომელიმე სამართალდამცავი წამოაგონ პროვოკაციაზე. იცით თქვენ იქ რა ხდება, დედის გინება, შეურაცხყოფა, ხანდახან ფიზიკური შეხებაც კი სამართალდამცავების მიმართ. მუდმივად პროვოკაციულ რეჟიმში ყოფნით, მათ იმედი აქვთ, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებს და შემდეგ ამით ქულები დაიწერონ. ეს არის ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ მოახერხეს ქართველი ხალხი დაერწმუნებინათ იმაში, რომ ისინი არიან უკეთესი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მართოს ეს ქვეყანა. ზედიზედ 8 არჩევნებია ისინი მარცხდებიან ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ ჰგონიათ რომ დარჩათ არის ის, რომ ქუჩის აქციებით შექმნან დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ისინი ამით ავნებენ ხელისუფლებად და ავნებენ ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად სახელმწიფოს. სწორედ აქ მიჩნდება შეკითხვა, ხომ არ თამაშობენ ისინი რუსეთის თამაშს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ოპოზიციამ 15 მაისს საპროტესტო აქცია დააანონსა.