გორში, კომბინატის დასახლებაში, დღეს, მანქანა მეორეკლასელ ბიჭს შეეჯახა.
ბავშვი დაზიანებებით გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ინფორმაციით, ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები