ვატიკანმა აღდგომის დღესასწაულამდე, ვნების კვირაში 1200 უსახლკაროს კორონავირუსზე აცრის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ წმინდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო ორგანო იუწყება.
მათი ცნობით, „უსახლკარო და მარგინალიზებულ ადამიანებს“, რომლებიც ინფიცირების დიდი რისკის წინაშე დგანან, იმავე ვაქცინით აცრიან, რომლითაც პაპი ფრანცისკე აიცრა.
ვაქცინაციის პროცესში გამოყენებული იქნება ვატიკანის მიერ შეძენილი Pfizer-ის ვაქცინები.
რომის პაპმა კორონავირუსის ვაქცინა 13 იანვარს გაიკეთა. მანამდე კი პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ეთიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რადგან ამით ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც დაიცავენ.
კომენტარები