დღეს, იტალიის სანაპიროსთან ახლოს, ადრიატიკის ზღვაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტი (INGV) ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი პროვინცია ფოჯადან 50 კილომეტრის დაშორებით 5 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
სეისმურმა ტალღამ იტალიის სამხრეთით დიდ ქალაქებთან მიაღწია. მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ნეაპოლში, სალერნოსა და კაზერტუში. რომში ბიძგები მხოლოდ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში იყო შესამჩნევი. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
კომენტარები