სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ ირანის ტელეკომპანია „პრეს ტივის“ გვერდი სამუდამოდ დაბლოკა. ამის შესახებ ირანული ტელეარხის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
ბლოკირების დროს „პრეს ტივის“ სოციალურ ქსელში ოთხი მილიონი გამომწერი ჰყავდა. დაბლოკვის მიზეზი იყო ირანული ტელეარხის უარი „ფეისბუქის“ საზოგადოების წესების დაცვაზე. კონკრეტულად, რა დარღვევაზეა საუბარი, გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული.
„პრეს ტივი“ არის მთავარი ირანული სატელევიზიო არხი, რომელიც ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს და სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკას, სოციალურ მოვლენებს, კულტურასა და ტურიზმს აშუქებს.
კომენტარები