თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“მართალია, ენმ-ი არასოდეს ყოფილა ერთი კაცის პარტია, მაგრამ ის ყოველთვის მკაცრ ვერტიკალს ემორჩილებოდა. როდესაც საკვანძო ფიგურები დააპატიმრეს, ან პოლიტიკური დევნის გამო, მათ ქვეყანა დატოვეს, პარტიაში ბუნებრივად გაჩნდა ვაკუუმი მართვის კუთხით.
პარტიას სჭირდებოდა ძალიან სწორი მენეჯმენტი იმისთვის, რომ
ა) გაეძლო წარმოუდგენელი წნეხისთვის
ბ) მოენელებინა და გაეანალიზებინა არჩევნებში დამარცხება
გ) შეენარჩუნებინა ერთიანობა ივანიშვილის წინააღმდეგ
დ) კონკურენცია გაეწია 7 მილიარდის მფლობელი ოლიგარქისთვის
ე) მიეზიდა ახალი და კვალიფიციური წევრები
და ა. შ.
ამ ვითარებაში, ეფექტური მართვის სისტემის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად პარტიის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, პოლიტიკური საბჭოს გაძლიერება ჩაითვალა.
დღეს, ენმ-ში ყველა გადაწყვეტილება გაცილებით უფრო ფართო კონსენსუსის საფუძველზე, პოლიტიკური საბჭოს დაახლოებით 50 კაციანი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება. ჩემი დაკვირვებით, ეს ახანგრძლივებს და ართულებს გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ამავდროულად აჯანსაღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და უფრო ეფექტურს ხდის თავად გადაწყვეტილებას.
ვფიქრობ ესაა განახლება და არა ის, რამდენი “ახალი სახე” ყავს პარტიას.
მე მჯერა, რომ ის ჭკვიანი ახალი წევრები, რომლებიც ენმ-მა შეიძინა – სწორედ იმიტომ დათანხმდნენ თავიანთი ცხოვრების წესის პოლიტიკის სასარგებლოდ შეცვლას, რომ ისინიც ასე თვლიან.
მოკლედ, თუ უკეთესი ცხოვრება და ქვეყნის წინსვლა გინდათ ხუთიანი შემოხაზეთ – ეგ მარტო მაგათ შეუძლიათ იმათგან, ვინც ასარჩევია”, – წერს ჩერგოლეიშვილი.