ქართველ ძიუდოისტთა ნაკრები ყაზახეთიდან დაბრუნდა. ალმატის გრანპრიდან მათ 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს.
ალმა თიში დასრულებულ ძიუდოისტთა “დიდ პრიზზე” ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო და ამდენივე ბრინჯაო. ჩემპიონები ლაშა შავდათუაშვილი (73) დაადამ ოქრუაშვილი (+100) გახდნენ, მესამეზე კი ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ლევან მატიაშვილი (+100) გავიდნენ.
ჩვენებმა გაიმარჯვეს გუნდურ ჩათვლაშიც ვაჟთა შორის, საერთოში კი მეორეზე გავიდნენ, მხოლოდ ფრანგებს ჩამორჩნენ.
კომენტარები