ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„90-იან წლებში მახსოვს, როგორ დანა-სისხლად გადაეკიდნენ ადამიანები ერთმანეთს პოლიტიკის გამო. მთელი რიგი ამბები მაქვს მოსმენილი ოჯახური ურთიერთობების რყევის შესახებაც პოლიტიკის ნიადაგზე და ამ ბოლო დღეებში პოლიტიკური თემების გამო, ორმა ადამიანმა ისე მაწყენინა, ვერ ვიჯერებ. რა საოცარი ხალხი ვართ ქართველები. არადა, აქამდე თუნდაც განსხვავებული მოსაზრებების გამო, არავინ დამიკარგავს.
ახლა, ეტყობა, ისე გამძაფრებულია პოლიტიკური ემოციები, რომ ბოლო დღეებია თავს რისხვას მატეხენ. თუ ვინმეს რამე არ მოეწონა ჩემი ტექსტებიდან ან შეკითხვებიდან (ამ დროს ძალიან ნეიტრალური ვარ, განსაკუთრებით გადაცემებში), არ მითხრათ, რომ ისევ კარგავენ ადამიანები ერთმანეთს პოლიტიკის გამო”, – წერს ინგა გრიგოლია.
კომენტარები