მოვიდა ჯანდაცვის მინისტრი, მოვტრიალდი და თურმე კოლეგებს, რომლებიც იყვნენ წინა დღეს სხდომაზე მოსულები, არ აინტერესებთ კორონავირუსი. როგორც ჩანს, კმაყოფილები ხართ ტიკარაძისა და ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობით. აგაშენათ ღმერთმა, თავიდან გეთქვათ. რატომ სხედხართ მაშინ ოპოზიციაში?, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, ის გაოგნებული იყო და თვალებს ვერ უჯერებდა.
„იმ დროს, როცა ჯანდაცვის მინისტრი უნდა გაგვეწურა და კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გაგვეტარებინა, ერთ-ერთ პარტიაში იყავით შეკრებილები და საუბრობდით მერობის არჩევნებზე ვინ ვის დაუჭერთ მხარს. აგაშენებთ ღმერთი. სულ სხვა დღის წესრიგი გაქვთ. რაღას ვდარდობთ მაშინ ჩვენ ამ კორონავირუსზე, უმუშევრობაზე, რაღას დავდივართ ამ პირბადეებით ან ტიკარაძეს რას ვერჩით საერთოდ? ამაშია საქმე. ეს განგვასხვავებს თქვენ და ჩვენ. ამიტომ ვილანძღებოდით, რომ სინამდვილეში აქ უნდა ვისხდეთ იმისთვის, რომ ქვეყნის ბედზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.