უზბეკეთის ეკონომიკური ჯგუფისა და ტრანსპორტის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. რაც როგორც წესი, წინ უსწრებს აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ უზბეკეთი და ზოგადად შუა აზიის სახელმწიფოები საქართველოს განიხილავენ, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, მნიშვნელოვან და უსაფრთხო სატრანზიტო მიმართულებას.
“უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის ადგილზე გაცნობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შუა აზიის ქვეყნების ინტერესი საქართველოს მიმართ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ შემოიფარგლება და პრაქტიკულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გადადის.
ბოლო პერიოდში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ უზბეკეთი და ზოგადად შუა აზიის სახელმწიფოები საქართველოს განიხილავენ, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, მნიშვნელოვან და უსაფრთხო სატრანზიტო მიმართულებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც შუა დერეფნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.
უზბეკეთის ეკონომიკური ჯგუფისა და ტრანსპორტის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. რაც როგორც წესი, წინ უსწრებს აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის მიღწეული შეთანხმებები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ტურიზმის მიმართულებით ქმნის საფუძველს, რომ მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდოს ტვირთბრუნვა, ინვესტიციები და ეკონომიკური ურთიერთობები. ამ პროცესში ანაკლიის პორტს შეუძლია იქცეს იმ მთავარ ლოგისტიკურ ცენტრად, რომელიც შუა აზიის ტვირთებს შავი ზღვის გავლით ევროპულ ბაზრებთან დააკავშირებს.
ფაქტია, რომ ანაკლიის პროექტის მიმართ ინტერესი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს შიდა დღის წესრიგით. სულ უფრო მეტი ქვეყანა, განსაკუთრებით კი შუა აზიის რეგიონიდან, პროექტს საკუთარი ეკონომიკური და სატრანსპორტო ინტერესების ნაწილად განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ ანაკლიის წარმატებული განვითარება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაზრდის, არამედ შუა დერეფნისა და ევრაზიული სატრანსპორტო ქსელის ფარგლებში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის როლს”, – წერს ჩიხელიძე.
