გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ, – განაცხადა ამ საქმეზე დაკავებულის, ბორის ჩაგუნავას მეუღლე ნატა ჩაგუნავამ „იმედთან“ საუბრისას. ნატა ჩაგუნავამ განაცხადა რომ დავით ხეჩუაშვილი ჩაგუნავების სიძეა.
„რა პრობლემაა, რომ ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. რადგან იქ იარაღი იყო, რადგან ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს. ასე ამბობენ, რომ მანქანაში იყო იარაღი, თუმცა ჩვენ ეს არ დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მანქანით პატარები დაგვყავდა“, – განუცხადა ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია „იმედს“.
კომენტარები