ოპოზიციის პრეტენზია, რომ არჩევნების გადათვლას აზრი აღარ აქვს, რადგან პრობლემატური ოქმები უკვე გადაკეთებულია, წმინდა წყლის სიცრუეა და ამას საზოგადოება დაინახავს. ეს ასე ნამდვილად არ არის. თუ მათ რაიმე არგუმენტი აქვთ, კამერების წინ კი არ უნდა იკეკლუცონ და საზოგადოება მოატყუონ, არამედ კეთილი ინებონ, შემოვიდნენ და ამ კომისიის ფარგლებში გააკეთონ განცხადებები. რამდენად წონადი და არგუმენტირებული იქნება მათი პოზიცია, ამას საზოგადოება შეაფასებს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„როგორ შეიძლება რაიმე დოკუმენტაციის გაქრობა, ეს ბუნებაში არ ხდება. მათი დაახლოებით 11 ათასი წარმომადგენელი ხელს ხომ აწერს ოქმებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ კომისიის მიმდინარეობის პროცესში, ამ პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზოთ, გამოყონ წარმომადგენელი, არგუმენტი და პოზიცია დააფიქსირონ. პოზიცია, რა თქმა უნდა, გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. საზოგადოება ნათლად დაინახავს, რამდენად რელევანტური და წონადია მათი არგუმენტები, მაგრამ მათ რომ ბუნებაში ჰქონდეთ რაიმე ასეთი, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
