ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები