გადაცემა “უცნობის კიდობანი” სექტემბრიდან ტელეკომპანია “მაესტრო”-ს ეთერში გავა. ამის შესახებ წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ სპეციალურა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე ტელეარხთან ჰქონდა შეთავაზება, რომ აღნიშნული გადაცემა მათ ეთერში გასულიყო, თუმცა მიიღო უარი და საბოლოოდ “მაესტრომ” შესთავაზა მისი პროექტის ეთერში გაშვება, რისთვისაც ის მადლობას უხდის არხის ხელმძღვანელობას.
გადაცემა “უცნობის კიდობანი” ქართულ არხზე გადიოდა.
კომენტარები