ამ დრომდე უცნობი რჩება სად გააგრძელებს საქმიანობას კახა კალაძე – პარლამენტში, თუ კვლავ მთავრობაში. ამ თემაზე “კურიერთან” კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კალაძის საქმიანობა პარლამენტში საკმაოდ საინტერესო იქნება.
„გამორიცხული არაფერია, ის არის პარტიის გენერალური მდივანი, შტაბის ხელმძღვანელი და სიის მეორე ნომერი. ასე, რომ მე ვფიქრობ ძალიან ეფექტური იქნება ის პარლამენტშიც თუკი დარჩება, თუმცა შესაძლებელია, მან საქმიანობა ისევ მთავრობაში გააგრძელოს. ეს გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება მიღებული. კახი კალაძე ძალიან საინტერესო იქნებოდა პარლამენტში”, – განაცხადა მანანა კობახიძემ, რომელიც ასევე ამბობს, რომ თუკი მას შესთავაზებენ ვიცე-სპიკერობას, ის ამ შეთავაზებას მიიღებს.
კომენტარები