“სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ ახალ მდივანთან” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, ჟურნალისტებს, უშიშროების საბჭოს ახალ მდივანთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„თუკი შესაძლებლობა მომეცემა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში გავაგრძელო მუშაობა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ ახალ მდივანთან. მიუხედავად იმისა, რომ მას პიროვნულად არ ვიცნობ, არ მქონია მასთან შეხება, წარმატებას ვუსურვებ. გამიჭირდება ვისაუბრო მის კომპტენციაზე.
კომპეტენცია, მომწონს თუ არ მომწონს, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ვისურვებდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს ნაყოფიერი. კომპეტენციის საკითხი დგას თუ მისი წარსული, ეს იყო მთლიანად პრეზიდენტის გადასაწყვეტი. გიორგი მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და მე მას ვუსურვებ წარმატებას”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს ახალ მდივნად დავით რაქვიაშვილი დღეს დანიშნა.