ბაჩო გაუძლებს და გაიმარჯვებს და შეუძლებელს ისევ შესაძლებელს გახდის, – ამის შესახებ დავით (დეფი) გოგიბედაშვილი ფეისბუქში წერს და ბაჩო ახალაიას დაბადების დღეს ულოცავს.
“ბაჩანა ახალაიას დაბადების დღეს ვულოცავ. თავისი ქვეყნის დიდებისათვის მან ყველაფერი გააკეთა. შეუძლებელი შესაძლებელი გახადა, დაუჯერებელი დასაჯერებელი, მიუწვდომელი მისაწვდომი, მისი ციხეში ჯდომა საქართველოს სრული დაპყრობის კრემლისეული გეგმის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ბაჩო გაუძლებს და გაიმარჯვებს და შეუძლებელს ისევ შესაძლებელს გახდის, რადგან სიმართლე ყოველთვის მჟღავნდება და ის ქვას ხეთქავს.
Aნი Nადარეისჰვილი პირადად შენ გილოცავ ქმრის დაბადების დღეს, შენ ყველას აჩვენე თუ რას ნიშნავს იყო ღირსეული კაცის ღირსეული ცოლი. ბაჩო ახალაია დანარჩენს ისტორია იტყვის. სიახLOVE”, – წერს სოციალურ ქსელში გოგიბედაშვილი.