“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პარტიის ყოფილი წევრები ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
“ჩვენ მზად ვართ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტული საუბარი სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, არავისთან შემდგარა. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ სახელმწიფოს სამსახურში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, აბაშიძე დღესვე “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვოლსკის შეხვდა, თუმცა მათი შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები ხვალ 14:00 საათზე საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ.
კომენტარები