ლევან კობერიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი 22-ე ოლქში, მუხიანი-გლდანი.
მომავლის გეგმები:
● 2017 წლიდან სკოლის მასწავლებელის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება;
● განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას, სახელმწიფო პროგრამის – „ცხოვრება გრძელდება” ამოქმედებით, პენსიონერებს მივცემთ დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს;
● ახალი სასკოლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დანერგვით, გავაუმჯობესებთ სწავლის ხარისხს. გავაფართოებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს;
● დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შევუწყობთ ახალი ინიციატივების განხორციელებასა და მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში რაიონის მცხოვრებლების მაქსიმალურ ჩართვას;
● მოხდება 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი საგადასახადო დანაშაულის სრული ამნისტია;
● ჩატარდება გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები 220 000 კვ.მ ფართობზე, ღირებულებით 9 500 00 ლარი;
● მოეწყობა სკვერები და სპორტული მოედნები, საყრდენი კედლები; კეთილმოეწყობა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვა, რაზეც მხოლოდ მომავალ წელს 6 500 000 ლარი დაიხარჯება;
● უფასო სასადილოებით მომსახურებაზე მომავალ წელს 3 500 000 ლარი დაიხარჯება;
● გაგრძელდება უბინაო მოსახლეობის დახმარების პროგრამა – დანგრეული სახლების მცხოვრებთა ბინის ქირით უზრუნველსაყოფად მომავალ წელს 400 000 ლარი გამოიყოფა;
● გაგრძელდება მოსახლეობისთვის დამატებითი სოციალური დახმარების გაცემა (ერთჯერადი დახმარება, მედიკამენტები, ოპერაცია, გამოკვლევა, მკურნალობა), რაზეც მომავალ წელს 2 500 000 ლარი დაიხარჯება;
● ხელს შევუწყობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას;
● შევქმნით შესაბამის პირობებს ახალგაზრდობის განვითარებისთვის და ამ მიმართულებით სპეციალური პროექტების განხორციელებას შევუწყობთ ხელს.
● ჯანსაღი გარემოს შექმნაზე საკანონმდებლო დონეზე ვიზრუნებთ.
● რაიონში 16 ახალი სკვერის მოსაწყობად, რომელთა საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, მოვიზიდავთ ახალ ინვესტიციებს. პროექტების სართო ღირებულება 1 390 000 ლარია.
● დაგეგმილია სანიაღვრე არხისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოგვარება გლდანის რაიონში შემავალ უბნებში: თეთრი ტბა, ბერთუბანი და გიორგწმინდა; GWP-სთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.