მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ საქართველოს პარლამენტში ბალოტირება გადაიფიქრა – kaspiy.az-ის მიერ მომზადებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში – ზუგდიდსა და მარნეულის საარჩევნო ოლქებში ხელახლა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად ვერცერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. შესაბამისად, 30 ოქტომბერს, სხვებთან ერთად, ამ ოლქებშიც მეორე ტური გაიმართება (ავტორი – რაუფ ორუჯევი).
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლის სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მან უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე. ავტორი იქვე ციტირებს მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც გაგებით მოეკიდა მეუღლის მიერ გადადგმულ ნაბიჯს.
„როგორც ჩანს, სანდრა რულოვსის ნაბიჯი იმითაა განპირობებული, რომ ადრე მიხეილ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტისაკენ მოუწოდა. „ნაცმოძრაობაში“ მისი ინიციატივა განიხილეს, მის განხორციელებაზე უარი თქვეს და ბრძოლოს გაგრძელება გადაწყვიტეს. მაგრამ პარტიის წევრებისაგან განსხვავებით, ცოლი ქმრის სურვილს დამორჩილდა. მე პირადად სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება არასწორად მიმაჩნია.წაგება არასდროს დაგვიანებული არ არის, მით უმეტეს, რომ ამისათვის არავინ არ დაგიჭერს და არ დაგხვრეტს. რა მოხდა მერე, ვის არ წაუგია, ამაში ცუდი არაფერია“.
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf