საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
„30 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გაიმართება მაჟორიტარულ ოლქებში და, ისევე როგორც მთელი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პრეზიდენტი მოუწოდებს ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ, შესაბამის სტრუქტურებს კი მშვიდი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფისკენ. კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დარღვევასა და საჩივარზე დროული რეაგირება“,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
კომენტარები