“არც ერთი მანდატი “ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა დავით ონოფრიშვილთან და ზურაბ აბაშიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცაგარეიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, მეორე ტურში ხმა “ქართული ოცნების” კანდიდატებს მისცენ.
“მე ისე ვერ დავტოვებ საქართველოს პარლამენტს, რომ არ გავაკეთო ეს მოწოდება: – პირველ რიგში, მე არ ვიქნები მართალი ძალიან ბევრი ადამიანის ხსოვნის წინაშე. არ ვიქნები მართალი ირინა ენუქიძის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, სერგო თეთრაძის და სხვების და სხვების ხსოვნის წინაშე – არც ერთი ხმა, არც ერთი მანდატი “ნაციონალურ მოძრაობას“! ამას ვაცხადებ პირდაპირ, ღიად როგორც ჯერჯერობით პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, ვაცხადებ ჩემი სახელით, ჩემი თანამებრძოლების სახელით, იმ ადამიანების სახელით, ვისთან ერთადაც ამ წლების მანძილზე ვიბრძოდი.
არჩევანი არის ნათელი – არჩევანი არის თეთრსა და შავს შორის გასაკეთებელი. “ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაცია ამ ქვეყნაში არ უნდა მოხდეს. ეს არის უდიდესი საფრთხე ამ ქვეყნის მომავლისათვის. ამიტომ მხარი დაუჭირეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მხარი დაუჭირეთ იმ ადამიანებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წინააღმდეგ იბრძვიან“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ასევე “ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს ამომრჩევლებს, “თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებმა ზურაბ აბაშიძემ და დავით ონოფრიშვილმა.
გია ცაგარეიშვილი ამომრჩეველს “ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
2016/10/25 16:52:56
კომენტარები
ნანახია: 1232 ჯერ