პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისებიდან ავეჯი და ტექნიკა იყიდება. სააგენტო “პირველმა” გაარკვია, რომ გასაყიდ ნივთებს რუსთაველის გამზირზე მდებარე ოფისში სთავაზობენ დაინტერესებულ კლიენტებს. მათ უებნებიან, რომ ამ ადგილზე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაიშალა და ნივთების შეძენა საკმაოდ შეღავათიან ფასად შეიძლება.
ჩვენი ინფორმაციით, იყიდება ოფისის ინვენტარი, ავეჯი, მაგიდები, საოფისე სკამები, ლეპტოპები, ტელეფონები.
ოფისის ინვენტარის გაყიდვა სავარაუდოდ, დარჩენილი დავალიანების გასტუმრებასა და პარტიის წევრების ხელფასების გასტუმრებას ემსახურება.
წყარო: pia.ge
კომენტარები