თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების სააგენტოს, ”თბილსერვის ჯგუფსა” და გამგეობების წარმომადგენლებს დავალებები მისცა.
”მინდა სამ უწყებას მივცე დავალება. პირველ რიგში, ბაგა-ბაღების სააგენტოს უნდა მივცე დავალება, რომ შეამოწმონ გათბობის სისტემები ბაღებში. ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი, თუმცა გათბობის საშუალების შემოწმება და ზამთრის დადგომამდე კიდევ ერთხელ შესაბამისი სამუშოების ჩატარება აუცილებელია. ”თბილსერვის ჯგუფს” ვავალებ გააგრძელოს მუშაობა ინტენსიურად, დაიყაროს გზებზე ტექნიკური მარილი, რომ გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ვავალებ რაიონულ გამგეობებს თავიანთი რესურის ფარგლებში მხარში დაუდგნენ სოციალურად დაუცველებს და უზრუნველყონ მათი მხარდაჭერა სათბობი შეშით, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ზამთარი უპრობლემოდ გადაიტანოს”, – განაცხადა ნარმანიამ.