„ქართული ოცნების“ ისნის მე-9 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მეორე ტურში გასული დავით ჭიჭინაძე ოპონენტებს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
ჭიჭინაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მისი სახელით ამომრჩეველთან მიდიან და მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობაზე თავის შეკავებას ურჩევენ.
“გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დადიან ამომრჩეველთან და ეუბნებიან თავი შეიკავონ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან, განსაკუთრებით ხშირია მათი ვიზიტები იმ ადამიანებთან, ვინც მე მომცა ხმა.
მიდიან რაღაც ბიულეტენებით, ადგილზევე ახაზინებენ ჩემს კანდიდატურას და ეუბნებიან, რომ უბანზე მისვლა არ არ არის საჭირო, ასევე მივრცელებენ ჭორებს, რომ მაქვს ინფარქტი და გამოვეთიშე საარჩევნო მარათონს”, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ჭიჭინაძემ.