მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
„აი, იმ ხალხზე – “ჩემი ცოლი დაქალები” რომ “ჟიზნინი” სერიალად ეჩვენებათ, მისი სცენარისტი ტონინო გუერად… ხაინდრავას „ჰეროკრატიას” კი ძალიან ცუდად გადაღებულ, უსარგებლო პროპაგანდისტულ სისასტიკედ თვლიან. ერთმანეთს რომ აბოლებენ, ვინრამდენი წუთით ნაკლები უყურა „ჰეროკრატიის” ახალ სერიას – “მე შვიდი წუთი ვუყურე!” -“რას ამბობ ამდენი რამ გაგაძლებინა, მეხუთე წუთზე გამოვრთე!” – ” მე მესამეზე!”… და, თან ყველა ეპიზოდი ზეპირად რომ იციან… განსაკუთრებით ყველაზე სასტიკ სცენებზე რომლაღობენ, იფხრიწებიან გენდერულად დაბალანსებული პოლიტკორექტული სიცილით.
არა, კი იციან, რომ ეს ეპიზოდები რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული, მაგრამცდილობენ ტრაგედიებზე მაღლა, თავიანთ სიმწრით შეკოწიწებულ ერთი ციცქნაპრედესტალებზე შემოსკუპდნენ, თავიანთი ცივი, 90-იანებში ტელევიზორიდანათვისებული დამწვარი ზეთისა და კომბოსტოს სუნიანი “ექსტრავაგანტური” მანჭვაგრეხვით… ორი სამი ტრიერი, ერთი ორი ალმადოვარი, პაზოლინი… არაფრით არ აძლევსსაშუალებას ვიღაც იდიოტის “ცოლის დაქალების” “ჟიზნენობას” გასცდნენ!.. აი, ამ ხალხზეკი გააკეთებდა კაცი ახალ სერიალს სახელწოდებით „ტრაკოკრატია”, მაგრამ ასეთტარაკნებზე ფულს და ენერგიის დახარჯვა არ ღირს, ისევ კანალიზაციის მილებშიიძრომიალონ ჯობია, ხანდახან რომელიმე ბინძურ სამზარეულოში მაინც ჩასასტავდებიანდა თავს თავიანთ აღთქმულ “დასავლეთში” იგრძნობენ.
პ.ს. გუშინ და დღეს რამდენიმე ასეთ გულისამრევ და სტატუსს და კიდევ უარესკომენტარებს წავაწყდი…”, – წერს პაატა ქურდაძე.