მმართველი გუნდი კახა კალაძეს თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ თბილისელები მას მეორე ვადითაც აირჩევენ.
„როცა გინდა, რომ ქალაქი იყოს მორგებული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ქვეითად მოსიარულეებზე, ველოსიპედისტებზე, ეს უქმნის პრობლემებს მანქანის მძღოლებს. უამრავი ასეთი პრობლემა იყო, მაგრამ კახა კალაძე ამას არ შეუშინდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს თბილისი არის გაცილებით უფრო კომფორტული საცხოვრებლად. ის ფაქტი, რომ 100-მდე პარკი გაკეთდა თბილისში 4 წლის განმავლობაში, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით და ის ახალი ხედვა, რომელიც თბილისის გამწვანებას უკავშირდება, ისეთი დიდი სიახლეა, რომელიც თბილისს დაარსებიდან მოყოლებული არ ღირსებია“, – განაცხადა სუბარმა.
კომენტარები