ქეთი დოლიძე შალვა ნათელაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
“ყურადღება!!! ვისაც ეს ეკუთვნის! შალვა ნათელაშვილი არის მისაცემი პაუხისგებაში ბინძური ცილისწამების გამო! ეს აფთარი უნდა შეაჩეროს სამართალდამცავებმა! როგორ შეიძლება, ამ ადამიანს არ მოეთხოვოს პასუხი! მაშინ, როდესაც იმისთვის ვიბრძვი 1998 წლიდან, რომ თაღლითბით დაყადაღებული, მამაჩემის მემორიალური ბინა გადავარჩინო, ეს ნაძირალა ადამინი გაუგონარ ტყუილს ავრცელებს, თითქოს 15(!!!!!) ბინის მფლობელი ვიყო! მივართავ პროკურატურას, დააოკოს ეს უზნეო ცილისმწამებელი!!! საკმარისია ამ სააკაშვილის მონის ასეთი საზიზღრობის ატანა!!!! კმარა!!!!”-წერს სოციალურ ქსელში.
კომენტარები